ამაღამ ცაზე ”სისხლიანი მთვარე” გამოჩნდება

🌓 დღეს 21-ე საუკუნის ყველაზე გრძელი, მთვარის სრული დაბნელება ”სისხლიანი მთვარე” იწყება.
🌎 NACA- ინფორმაციით, პიკის ფაზა თითქმის ორი საათის მანძილზე გაგრძელდება. თუმცა სრული ფაზა ამაღამ, 21:15 ზე დაიწყება და 28 ივლისის 3:28-მდე გასტანს.
 რატომ წითლდება მთვარე დაბნელებისას?
მთვარის დაბნელებას ზოგჯერ „სისხლიან მთვარესაც“ უწოდებენ, რაც დაკავშირებულია თანამგზავრის მუქ წითელ ელფერთან, რომელსაც ის დაბნელების დროს იძენს. ეს ვიზუალური ეფექტია, რომელიც წარმოიქმნება მაშინ, როდესაც დედმიწის ზედაპირთან გამავალი მზის სხივები ატმოსფეროში იფანტება და ნაწილობრივ მთვარემდე აღწევს.
გარდა ამისა, 27 ივლისს მთვარე იქნება დედამიწისგან მაქსიმალურად დაშორებული.
 სად და როდის შეიძლება დაბნელების ნახვა?
სრულად დაბნელების ნახვა საქართველოშიც შესაძლებელია, თუმცა ყველაზე ნათლად დაბნელება ევროპის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და ავსტარლიის ყველა ნაწილშიგამოჩნდება.
🔭 ამ მოვლენაზე დაკვირვებისათვის ტელესკოპი საჭირო არ არის, მაგრამ დურბინდი გამოგადგებათ.
🌕 მთვარის დაბნელება შეუიარაღებელი თვალისთვისაც ხილვადი იქნება.
#გურიაTV

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *