2021 წლის 19 ივნისი

„Tesla” – ს ახალი ელექტრომობილი ერთი დამუხტვით 482 კმ-ს გაივლის

”Tesla”- მ   ახალი ელექტრომობილი Model Y წარმოადგინა.  ეს კომპანიის ხაზის უკვე მეორე ელექტრომობილია.  ‘‘Tesla”  ამ მოდელის ორ ვარიანტს გამოუშვებს.  პირველი ვარიანტის ღირებულება 47 000$ იქნება და მას ერთი დამუხტვით 482 კმ-ს გავლა შეეძლება.  სტანდარტული Model Y კი 39 000$ ეღირება და ის 370 კმ-ს გაივლის.

Model Y -ის პირველი ვარიანტი გაყიდვაში 2020 წლის შემოდგომაზე გამოვა, ხოლო მეორე 2021 წლიდან. Model Y  გარეგნულად მის წინამორბედს Model 3 – ს ჰგავს. ის ოდნავ უფრო დიდია და პანორამული სახურავი აქვს.

Share