2021 წლის 28 ოქტომბერი

პანკისში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

კახეთის რეგიონში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი კახეთიდან იუწყება, პანკისში სპეცოპერაცია წუხელ ჩატარდა. 2 პირი სოფელ დუისში, 3 კი ქორეთში დააკავეს.

ინფორმაცია „ინტერპრესსნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

მათი განმარტებით, ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც სუს-ში აღნიშნავენ, გამოძიება 327-ე მუხლით მიმდინარეობს.

Share