ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში მუსლიმანური სალოცავის არსებობა ადგილობრივ ქრისტიანებსა და აჭარიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირების მიზეზად იქცა. მუსლიმანებს სამლოცველო ერთ-ერთ სახლში აქვთ მოწყობილი და ყოველ პარასკევს ნახევარსაათიანი, ტრადიციული ლოცვისთვის აქ იკრიბებიან. სწორედ ეს ფაქტი იწვევს მართლმადიდებელი ქრისტიანების პროტესტს. დაძაბულობის განმუხტვას სასულიერო პირებთან ერთად სამუსლიმანო გაერთიანების წარმოამდგენლებიც ცდილობენ.
More Stories
გურიის ახალი ამბები – 22.04.2022
გურიის ახალი ამბები – 20.04.2022
.გურიის ახალი ამბები – 18.04.2022